დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 228, ქვემო ქართლი – 79, შიდა ქართლი – 56, გურია – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი -42, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 967 საიდანაც:
5 121 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 119, აჭარაში – 535, იმერეთში – 999.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 245 პირი, მათ შორის, თბილისში – 558, აჭარაში – 125, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 301 პირი, მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 35, იმერეთში – 34.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 512 პირი ემსხვერპლა.