December 28, 2021

სამოქალაქო აქტივისტების იმედა ონიანისა და მიშიკო მშვილდაძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა

სამოქალაქო აქტივისტების იმედა ონიანისა და მიშიკო მშვილდაძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ვალერი თევდორაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით მოსამართლემ საქმის წარმოება ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყვიტა. აქტივისტები პოლიციამ ქუთაისში 4 ნოემბერს, გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. ისინი ორი დღის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით იყო დაწყებული, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.