December 28, 2021

ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.