December 29, 2021

ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან 304 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა – 232, იმერეთი – 304, ქვემო ქართლი – 119, შიდა ქართლი – 108, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 078 საიდანაც: 4 794 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 080, აჭარაში – 484, იმერეთში – 936. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 231 პირი, მათ შორის, თბილისში – 542, აჭარაში – 121, იმერეთში – 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 35, იმერეთში – 28. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 548 – თბილისში, 201- აჭარაში. 20 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 707 პირი ემსხვერპლა.