December 30, 2021

ქუთაისში გაზგასამართ სადგურთან ავტომანქანა დაიწვა VIDEO

ქუთაისში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთი ავტომობილო მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებულები.