დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარა – 188, იმერეთი – 281, ქვემო ქართლი – 108, შიდა ქართლი -115, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 132, კახეთი -138, მცხეთა-მთიანეთი -28, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 600 საიდანაც:
4 551 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 049, აჭარაში – 479, იმერეთში – 863.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 191 პირი, მათ შორის, თბილისში – 554, აჭარაში – 119, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 35, იმერეთში – 25.
858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 536 – თბილისში, 214- აჭარაში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 800 პირი ემსხვერპლა.