ქუთაისში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა “შეაჩერე აქტი” ჩამოაყალიბეს. ქალაქში ხვალიდან, 21 სექტემბრიდან, ათი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციებს სწორედ აღნიშნული საზოგადოებრივი მოძრაობა გამართავს, სახელწოდებით – “შეაჩერე აქტი”. საპროტესტო მდუმარე აქციები ქუთაისში, ყოველდღე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან გაიმართება. მონაწილეები სიმბოლურად შავ მაისურებს ჩაიცვამენ.
ხვალ, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე აქცია გაიმართება ქუთაისის პროკურატურასთან (იუსტიციის სახლი) ქუთაისი, ი. აბაშიძის #22–ში (პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია).