January 8, 2022

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთში 180 მგზავრი გაფრინდა

ყაზახეთიდან საქართველოში პირველი რეისი შესრულდა. ნურ-სულთანის აეროპორტიდან თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში 15:15 წუთზე დაეშვა. მგზავრებს შორის სამი საქართველოს მოქალაქე იყო.

მგზავრები აცხადებენ, რომ ყაზახეთში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა რჩება შეზღუდვები ფიჭვურ კავშირსა და ინტერნეტზე.

დღესვე საპირისპირო რეისის შესრულდა, ქუთაისის აეროპორტიდან ნურ-სულთანის მიმართულებით 180 მგზავრი გაფრინდა.