January 9, 2022

ოთხდღიანი პაუზის შემდეგ ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები აღდგა

ოთხდღიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის აერორტიდან ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები აღდგა. კომპანია “ფლაი არისტანის” ინფორმაციით, დაგეგმილ რეისებზე დარჩენილ ადგილებზე პრიორიტეტი ქალები, ბავშვები და მოხუცები იქნებიან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს ის მგზავრები ელოდებიან, რომლებიც რამდენიმე დღეა ხაზახეთში იქ არსებული ვითარების შედეგად გაუქმებული ფრენების გამო წასვლას ვერ ახერხებდნენ.

აქტაუს მიმართულებით რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შესრულდა პირველი გეგმიური ფრენა ნურსულთანის მიმართულებით, რომელსაც აქ დარჩენილი 15 მგზავრი გაჰყვა.