დახმარებას ითხოვენ ქალაქ ატირაუსა და აქტაუს მიმართულებით გაუქმებული რეისების მგზავრები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილი არიან ყაზახეთის მოქალაქეები, რომლებიც მე-5 დღეა ვერ ახერხერხებენ სამშობლოში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის მიმართულებით გეგმიური რეისები ორი დღეა აღდგა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გაუქმებული რეისების მგზავრები არიან, ადგილები არ არის. ისინი ავიაკომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათთვის სპეციალური რეისის გამოყოფას მოითხოვენ.
January 10, 2022
ყაზახეთის მოქალაქეები მე-5 დღეა სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხერხებენ