ქუთაისელმა სტუდენტებმა 21 სექტემბერს, 22:30 საათზე თბილისელი სტუდენტების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს. სოლიდარობის გამოხატვა ქუთაისელმა სტუდენტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც პოლიციამ თბილისში აქციაზე სტუდენტები სცემა. ასევე, 4 ახალგაზრდა დაკავებული იქნა. ქუთაისელი სტუდენტები ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ და სოლიდარობის გამოსახატად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. აქცია სპონტანურად, სოციალურ ქსელ facebook-ში დაიგეგმა. ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან სტუდენტებმა აქცია მსვლელობით დაასრულეს.
September 22, 2012
ქუთაისელი სტუდენტების აქცია თბილისელი სტუდენტების მხარდასაჭერად