January 13, 2022

ცესკოს თავმჯდომაფრეობისა და წევრობის კანდიდატების სია ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სიას აქვეყნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი შაიშმელაშვილი და გიორგი კალანდარიშვილი.

რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს ღია კონკურსში მონაწილეობენ: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, ციალა შავაძე, რუსუდან მუმლაძე-ავალიანი, მამუკა ხოლეგაშვილი, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.