რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა გართულებულია.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისი-გორი-ხაშურის მაგისტრალზე გარე განათება გათიშულია, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს.
რამდენიმე ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
გორთან მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია.