January 16, 2022

ქუთაისში თოვლმა გადაადგილების პრობლემა შექმნა

თოვლმა ქუთაისში გარკვეული პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით, რთული მდგომარეობა იყო გვიან ღამით. გარეუბნებში გარკვეული შეფერხებები ამ დრომდე რჩება. გადაადგილება უჭირთ, როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს. მოქალაქეები გზებისა და ჩიხების გაწმენდას ითხოვენ. ამ დროისთვის ქალაქში კვლავ თოვს.