January 17, 2022

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამინი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.