January 18, 2022

ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან 792 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა – 801, იმერეთი – 792, ქვემო ქართლი – 285, შიდა ქართლი – 380, გურია – 193, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი – 171, სამცხე-ჯავახეთი – 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659 საიდანაც:

4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 864, აჭარაში – 614, იმერეთში – 827.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 015 პირი, მათ შორის, თბილისში – 440, აჭარაში – 136, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 45, იმერეთში – 22.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა.