January 22, 2022

ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან 1 323 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 6 027 შემთხვევა, აჭარა – 1 167, იმერეთი – 1 323, ქვემო ქართლი – 512, შიდა ქართლი – 475, გურია – 218, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 500, კახეთი -366, მცხეთა-მთიანეთი – 203, სამცხე-ჯავახეთი – 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 70 423 საიდანაც:

4 462 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 938, აჭარაში – 610, იმერეთში – 821.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 989 პირი, მათ შორის, თბილისში – 422, აჭარაში – 123, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 673 პირი ემსხვერპლა.