ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში, ერთ ღამეში 25-მდე ავტომობილი გაქურდეს. ჩამსხვრეულოა ავტომანქანების მინები, წაღებულია მაგნიტოფონები და სხვადასხვა ნივთები.
რამდენიმე მანქანიდან წაღებულია თანხაც.
ადგილობრივების თქმით, მსგავსი შემთხვევები ძალიან გახშირდა, თუმცა პოლიციას არ მიმართავენ, რადგან გამოძიების იმედი არ აქვთ.