January 31, 2022

ქუთაისში აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა აფთიაქის თანამშრომელს 300 ლარი გასტაცეს, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია1989 წელს დაბადებული გ.თ., რომელსაც ბრალად ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 30 იანვარს, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში პისტოლეტის მუქარით ფარმაცევტებს დაახლოებით 300 ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – აცხადებს შსს.

დაკავებულს პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყაჩაღობა 30 იანვარს მოხდა.