February 1, 2022

საფრანგეთში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, მათ ბრალად ბინების ძარცვა ედება.

მედიის ცნობით, დაკავებულია 2 პირი, რომლებმაც ბოლო ერთ თვეში მინიმუმ 12 სახლი გაძარცვეს.

სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს სავარაუდოდ ნაძარცვი ნივთები, რომლებიც 8 ათასი ევროს ღირებულებისაა.

საქართველოს მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. სასამართლო პროცესი 11 მარტს არის გაიმართება.