February 2, 2022

ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან 3 689 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარა – 2 190, იმერეთი – 3 689, ქვემო ქართლი – 1 581, შიდა ქართლი – 1 466, გურია – 439, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 623, კახეთი – 1 298, მცხეთა-მთიანეთი – 617, სამცხე-ჯავახეთი – 511, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 102.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 181 293 საიდანაც:

5 522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 268, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 126.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 062 პირი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში – 139, იმერეთში – 339. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 44, იმერეთში – 23.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 060 პირი ემსხვერპლა.