ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძღოლს ახალგაზრდა კაცი არ მიუტოვებია და თავისი ხელით ჩასვა სასწრაფოს მანქანაში – ამის შესახებ “ნიუპრესს” მძღოლის ახლობელმა განუცხადა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში საღორიაზე მოხდა, 21 წლის ბიჭს, რომელიც თავისი ავტომობილიდან გადმოვიდა და გზაზე ქვეითად გადადიოდა, სხვა ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლი დაკავებულია.