February 7, 2022

ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან იმერეთში გამოვლენილია 1 376

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა, აჭარა – 1 139, იმერეთი – 1 376, ქვემო ქართლი – 628, შიდა ქართლი – 563, გურია – 184, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 500, კახეთი – 344, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 194, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 204 345 საიდანაც: 5 947 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 426, აჭარაში – 773, იმერეთში – 1 253.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 175 პირი, მათ შორის, თბილისში – 453, აჭარაში – 154, იმერეთში – 361.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 45, იმერეთში – 30. 1 926 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 187 – თბილისში, 526 – აჭარაში.

196 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 246 პირი ემსხვერპლა.