ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძემეა.
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა 18 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.