February 13, 2022

ქუთაისში ტურისტის ძარცვის ფაქტზე არარსრულწლოვანი დააკავეს

ქუთაისში ტურისტის ძარცვის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ი.ო.-მ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს – 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გაგზავნილია Nestan Chagelishvili-(ი)ს მიერ შაბათი 13:55-ზე