February 17, 2022

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 644 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 511 800.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.99%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 324 172.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 729 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა, აჭარა – 1 109, იმერეთი – 2 342, ქვემო ქართლი – 865, შიდა ქართლი – 946, გურია – 447, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 914, კახეთი – 866, მცხეთა-მთიანეთი – 334, სამცხე-ჯავახეთი – 174, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 873 საიდანაც:

5 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 315, აჭარაში – 708, იმერეთში – 1 154.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 259 პირი, მათ შორის, თბილისში – 471, აჭარაში – 139, იმერეთში – 395. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 41, იმერეთში – 27.