February 18, 2022

ქალთა ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ შეხვედრა ქუთაისში გამართა

ქუთაისში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფება, რომელიც „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს მართავს. მორიგი გამართულ შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები ქუთაისის შემდეგ, ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ამბროლაურში გაიმართება.