ქუთაისში ტურისტულმა გიდებმა ბაგრატის ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, – ამის შესახებ ტურისტული გიდი ლაშა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს, გიდებს ბევრი ღონისძიება უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ წელს ვარჩიეთ ჩვენი პროფესიული დღე, უფრო პროდუქტიული ყოფილიყო და ბაგრატის ტაძრის დანაგვიანებული ტერიტორია დავასუფთავეთ”, – წერს ბერეკაშვილი.
21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა.