February 27, 2022

ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა

მეოთხე დღეა ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გრძელდება. მოქალქეები და აქტივისტები თავდაპირველად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის დროშით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც მერიასთან მივიდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.