February 28, 2022

გარდაბნის მერიაში უკრაინისათვის გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, აქტიურად ერთვება უკრაინელი ხალხის, ჰუმანიტარული დახმარების პროცესში, – ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს. “გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბიზნესმენებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვს დაეხმაროს უკრაინელ ხალხს. ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება მოხდება მიმდინარე წლის, 2 მარტის ჩათვლით, 14:00 საათამდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში. საკონტაქტო პირი – დავით ჩადუნელი 599 851 941”, -ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.