September 26, 2012

ბათუმის #3 ციხის ყოფილი პატიმარი სამკურნალოდ ქუთაისის კლინიკაში მიიყვანეს

კონსტანტინე გიგაშვილი, რომელიც სასჯელს იხდიდა ბათუმის #3 საპყრობილეში სამი დღის წინ გაათავისუფლეს. თუმცა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის დღეს ნათესავებმა ქუთაისში, კლინიკა „LG“–ში მიიყვანეს.

კლინიკის ნევროლოგი გიორგი აბულაძე აცხადებს, რომ პაციენტი თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადასაღებად მოხვდა მათთან. ნევროლოგის თქმით გიგაშვილს სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება.