March 11, 2022

ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან 228 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 718 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 228, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 65, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 112, კახეთი – 109, მცხეთა-მთიანეთი – 44, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 536 საიდანაც, 1 695 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 722, აჭარაში – 135, იმერეთში – 340. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 494 პირი, მათ შორის, თბილისში – 228, აჭარაში – 64, იმერეთში – 97. 33 841 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 505 პირი ემსხვერპლა.