March 23, 2022

ქუთაისში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა ქუთაისში კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა გუგუნავას 9 ნომერში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ძლიერი ხმაური გაიგონეს, გარეთ გამოსულებს კი სახურავი მთლიანად მოგლეჯილი დახვდათ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სტიქიამ პრობლემები ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 20 ადგილზე შექმნა.