March 28, 2022

ქუთაისში რიონისპირა სახლი ჩამოინგრა

ქუთაისში რიონისპირას საცხოვრებელი სახლის აივანი და სათავსო ოთახი ჩამოინგრა. მიწის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

ნგრევის დროს ოჯახში ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

აღნიშნული ბინა მოძველებულია და ავარიულად არის შეფასებული. ოჯახს, სავარაუდოდ, ქირით გაიყვანენ.