უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის უკვდავსაყოფად ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
სამოქალაქო აქტივისტებმა მესხიშვილის თეატრის წინ, წარწერით – “дети” 145 წყვილი საბავშვო ფეხსაცმელი დააწყვეს და სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატეს.
აქციის ორგანიზატორები რუსეთის აგრესიას გმობენ, რომელიც უკვე მეორე თვეა უკრაინაში მიმდინარეობს და რომელსაც ბავშვებიც ეწირებიან.