April 1, 2022

ქუთაისში ახალგაზრდა ქალმა კაცს ყელი გამოჭრა

ქუთაისში გოგომ ახალგაზრდა მამაკაცს ყელი გამოჭრა. შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, კაცს დაზიანება ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი შემთხვევიდან მალე გარდაიცვალა.

მათღივე თქმით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონამ მამაკაცი, შურისძიების მიზნით დაჭრა. ის კაცს ცოლის მკვლელობაში სდებდა ბრალს, რომელიც მისი ნათესავი იყო.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.