April 3, 2022

მდინარე ლეხიდარში მოზარდის ძებნა დილიდან განახლდა

მეორე დღეა მდინარე ლეხიდარში მოზარდს ეძებენ. სოფელ ლეხიდრისთავში სამძებრო სამუშაოებში დილიდან განახლდა. ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბიც. ძებნას ჩქარი დინება ართულებს. 17 წლის ბიჭი მდინარეში გუშინ გადავარდა. მას ფეხი დაუცირდა, ადგილზე მყოფებმა მისი დახმარება ვერ მოახერხეს.