April 3, 2022

უკრაინაში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში, ომში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ტყიბულში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს.

მებრძოლს ახლობლები და თანაქალაქელები ემშვიდობებიან. მათი თქმით, დავით გობეჯიშვილი დიდი დანაკლისია, როგორც ოჯახისთვის, ასევე ქალაქისთვის და ქვეყნისთვის.