8-9 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება, 10-11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.
თბილისში ხვალ იწვიმებს. 9-11 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 8-10 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
9 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.