April 8, 2022

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი არტიომ დეხტიარენკო ავრცელებს.

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე 2 ავიაიერიში განხორციელდა.

„ეს არის მიზანმიმართული დარტყმა რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურასა და ქალაქ კრამატორსკის მცხოვრებლებზე“, – განაცხადა რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრ კამიშინიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან კავშირს და აცხადებს, ,რომ ეს თავად უკრაინელებმა გააკეთეს.