April 9, 2022

უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა და 5 დაიჭრა

უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – ინფორმაციას ადასტურებენ ის ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

უკრაინაში მებრძოლი, საქართველოსთავდაცვის ექსმინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 5 მებრძოლი.

24 თებერვლის შემდეგ დაწყებულ რუსულ აგრესიას უკვე 6 ქართველი მებრძოლი შეეწირა. ამ დრომდე ვერ ხერხდება ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოსვენება.