April 9, 2022

თეთრ ხიდზე თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

თეთრ ხიდზე 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აქცია გაიმართა.

აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ამავე დროს პატივი მიაგეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულების ხსოვნას,

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის აგრესიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დასახიჩრდა, ათასობით კი მოიწამლა.

2022 წლის აპრილში უკრაინაში იგივე საბჭოთა ძალამ რუსეთის სახელმწიფოს სახით მოკლა 1417 მოქალაქე, მათგან 150-მდე ბავშვი და ბოლო მონაცემებით 4000 ზე მეტი სამხედრო მსახური.