14-16 აპრილს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3.
საქართველოს მთიან რეგიონებში ტემპერატურა -2, -7 გრადუსამდე დაეცემა, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.