April 17, 2022

ბაგრატის ტაძარში ბზობის დღესასწაული საზეიმო წირვა-ლოცვით აღინიშნა

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში ბზობის დღესასწაული საზეიმო წირვა-ლოცვით აღინიშნა. ლიტურგია ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ იოანე გამრეკელმა აღავლინა.

მეუფემ ქადაგებაში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ღვთის წყალობით დღეს საქართველო დამოუკიდებელია და მშვიდობა და წირვა-ლოცვის აღვლენის შესაძლებლობა გვაქვს.

მიტროპოლიტმა ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უფალმა დიდი დრო მოგვცა სინანულისათვის და მნიშვნელოვანია, გონების და გულის განწმენდა.