April 20, 2022

26 აპრილს თბილისი-ბათუმისა და თბილისი- ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება

26 აპრილს თბილისი-ბათუმისა და თბილისი- ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო!

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 26 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს:

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.