April 22, 2022

ქუთაისის მუნიციპალური ავტობუსები კვირასა და ორშაბათს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, კვირასა და ორშაბათს, მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურება მგზავრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. “საქალაქო ტრანსპორტი 8:00 სათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, როგორც 24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ისე 25 აპრილს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს. აქვე მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რომელი სვლაგეზი რომელი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას გაივლის: ხაზი N 1, (წრიული) როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა, გაივლის ძელქვიანის სასაფლაოსთან (“გორგიას” მიმდებარე ტერიტორია); ხაზი N 4 – ოღასკურისა და ავტოქარხნის სასაფლაოებს; ხაზი N5 – ჭომის სასაფლაოს; ხაზი N 10 – ავანგარდის სასაფლაოს; ხაზი N 19 – საფიჩხიის, ნიკეასა და ძელქვიანის სასაფლაოებს; ხაზი N 25 – ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების სასაფლაოს; ხაზი N 31 – ნიკეას, ოღასკურისა და ძელქვიანის სასაფლაოებს. ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. [R]