May 3, 2022

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების ინდექსით 89-ე ადგილზეა.

ორგანიზაციის მიერ ქვეყანას 59,30 ქულა აქვს მინიჭებული. „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ მდგომარეობას 5 მაჩვენებლის მიხედვით აფასებს. საქართველოს შემთხვევაში ქულები შემდეგნაირად ნაწილდება:

პოლიტიკური ინდიკატორი – 52,42 ქულა, 102-ე ადგილი

ეკონომიკური ინდიკატორი -46,43 ქულა, 74-ე ადგილი

სამართლებრივი ინდიკატორი -80,79 ქულა, 32-ე ადგილი

სოციალური ინდიკატორი -75,50 ქულა, 67-ე ადგილი

უსაფრთხოების ინდიკატორი – 41,34 ქულა, 135-ე ადგილი

აღსანიშნავია, რომ პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა, რადგან გასულ წელს წარმოდგენილი ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-60 ადგილს იკავებდა და 71.36 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

ცნობისთვის, ქვეყნების თავისუფლების ინდექსი შემდეგნაირად განისაზღვრება:

85 – 100 ქულა- კარგი

70 – 85 ქულა – დამაკმაყოფილებელი

55 – 70 ქულა – პრობლემატური

40 – 55 ქულა – რთული

0 – 40 ქულა – ძალიან სერიოზულად რთული.