ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავარში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ხელედურამ შკედილდაშის ხიდს საფრთხე შეუქმნა. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნია ავრცელებს.
დაზიანებულია ხიდის ბურჯები. წყლის დონის დაწევისა და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება ხიდის ბურჯის გამაგრების სამუშაოები.
მდგომარეობის გასაცნობად და შესაფასებლად ადგილზე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პირველ მოადგილესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად იმყოფებოდა.