ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით გამართულ აქციაზე 25 პირი დააკავეს. შსს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე არიან დაკავებულები. უწყების ცნობით, დაკავებების მიზეზი კარვებით გზის სავალი ნაწილი ჩაკეტვა გახდა. დაკავებულთაგან 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი. ადვოკატები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ დაკავებულების ადგილსამყოფელი. დაკავებულებას შორის არიან ბათუბის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები და უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი. აცქიის მიზანი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების მოთხოვნაა.
May 7, 2022
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული 25 პირიდან 23 პატიმრობაში რჩება