May 9, 2022

ქუთაისში „ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა

ქუთაისში „ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა. ღონისძიება “ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022“-ის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

„ოფროუდ სპრინტი“ ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე, ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ მოეწყო. მასში საქართველოს, სომხეთის და თურქეთის 32 ეკიპაჟი მონაწილეობდა.

გათამაშდა 4 საპრიზო კატეგორია.
“საუკეთესო ეკიპაჟის” პრიზი ქუთაისელი ნიკოლოზ გუჩუასა და ზვიად დვალიშვილის ეკიპაჟს გადაეცა.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო ქუთაისის მერია, ორგანიზატორი – საქართველოს ოფროუდ ფედერაცია.